ლაზარო მიონხენგლადბახის «ბორუსიაში» გადავიდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მხარეებს შორის შეთანხმება 2020/21 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი. 24 წლის ავსტრიელი ბორუსიაში 19 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
Borussia leiht @valentinolazaro für ein Jahr von Europa-League-Finalist @Inter Mailand aus. 🤩 „Wir freuen uns sehr, dass es mit der Ausleihe geklappt hat und dass sich Tino für Borussia entschieden hat“, so Sportdirektor Max Eberl.
— Borussia (@borussia) August 20, 2020
Alle Infos 👉 https://t.co/YIBdyxyxYb pic.twitter.com/wG4kiYiRPL
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარი ლაზარომ «ნიუკასლის» შემადგენლობაში გაატარა, სადაც ასევე იჯარის წესით იყო განათხოვრებული. ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე 15 შეხვედრაში 2 გატანილი გოლი ირიცხება.
transfermarkt-ის ინფორმაციით ავსტრიელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.