სალიჰამიჯიჩი: ალაბას შეუძლია "ბაიერნი" დატოვოს, ახალი წინადადება არ იქნება...

სალიჰამიჯიჩი: ალაბას შეუძლია "ბაიერნი" დატოვოს, ახალი წინადადება არ იქნება... მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს. "ბრაზოს" განცხადებით, ალაბას და მის აგენტს ახალი წინადადებით აღარ მიმართავენ, რადგან ალაბამ ნათლად მიანიშნა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

"მე არ ვიცი კიდევ როგორ შეიძლება ჩვენი შეხვედრა მოხდეს, რადგან დავიდმა კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთავაზება, უარით გაისტუმრა. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. დავიდს შეუძლია "ბაიერნიდან" წავიდეს. მის აგენტს უკვე ვუთხარით, რომ მეტი წინადადება აღარ იქნება."

"ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ. მართლა ვაფასებთ ალაბას, ის დიდი ფეხბურთელია და ჩვენი გუნდისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ ასეთი ფეხბურთელი, "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ეს სერიოზული ზიანის მომტანი იქნება ჩვენი გუნდისთვის."
- ციტირებს გამოცემა Sky Sport Deutschland-ი ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.