ლუჩესკო "ბარსელონას" შანსებს აფასებს

ლუჩესკო "ბარსელონას" შანსებს აფასებს კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკო, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კატალონიის "ბარსელონას" შანსებზე საუბრობს.

"არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ახლა ისეთ ფორმაში იყოს, რომ მან უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. მიუნხენის "ბაიერნს", მანჩესტერ "სიტის" და "პარი სენ-ჟერმენს" გაცილებით მაღალი შანსები გააჩნიათ. ნებისმიერ შემთხვევაში მათ ჰყავთ განსაკუთრებული ფეხბურთელი ლიონელ მესის სახით, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს. ახალ მწვრთნელს მინუმუმ 6 თვე ესაჭიროება, გაზაფხულზე ეს გუნდი სრულიად სხვა ძალა იქნება. "ბარსელონა" ეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში უფრო წარმატებით ასპარეზობს ვიდრე ლა ლიგაში. ეს იმიტომ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მყოფმა გუნდებმა ეს კლუბი კარგად შეისწავლეს." - ციტირებს მირჩა ლუჩესკოს სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კიევის "დინამო" კატალონიის "ბარსელონას" 4 ნოემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.