ლეროი სანეს და ჟერომ ბოატენგის შეფასებები

ლეროი სანეს და ჟერომ ბოატენგის შეფასებები მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი, ლეროი სანე და ჟერომ ბოატენგი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ზალცბურგთან" გამართულ მატჩს აფასებენ. შეგახსენებთ, შეხვედრა "ბაიერნის" გამარჯვებით ანგარიშით 2:6 დასრულდა.

ლეროი სანე - "თუ მხოლოდ ანგარიშს შეხედავთ, გექნებათ შთაბაჭდილება, რომ ეს მარტივი ორთაბრძოლა იყო. სინამდვილეში კი ძალიან რთული მატჩი აღმოჩნდა. ვიცოდით, რომ "ზალცბურგს" კარგი გუნდი ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ შეხვედრა ჩვენს შეცდომებზე აეწყოთ. მეორე ნახევარში კარგი თამაში ჩავატარეთ, როდესაც ანგარიში 2:2 გახდა ზეწოლა განვაგრძეთ. არ გავჩერდი მაშინაც კი, როდესაც ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა. ცოტა ადრე რომ გაგვეტანა, თამაში უფრო წყნარად წარიმართებოდა."

ჟერომ ბოატენგი - "ბოლოს ვაჩვენეთ, რომ ამ თამაშში მხოლოდ მოგება გვაინტერესებდა. ჩვენი გამარჯვება სრულიად დამსახურებულია, ისევე როგორც საბოლოო ანაგარიში. არასდროს ვნებდებით და მუდამ გამარჯვებისთვის ვიღწვით. მატჩის მიწურულს განსაკუთრებით მოვუმატეთ. ვიცოდით, რომ ეს გუნდი აქტიურად მოქმედებს, მაღალ პრესინგს აფიქსირებს და ძალიან ბევრს დარბის. ბოლო წუთებში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რაც ბრწყინვალედ გამოვიყენეთ."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.