მიულერი განვლილ ორთაბრძოლას აფასებს

მიულერი განვლილ ორთაბრძოლას აფასებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩის შეხვედრას გამოეხმაურა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი თომას მიულერი. შეგახსენებთ, "ზალცბურგთან" გამართულ გასვლით ორთაბრძოლაში "ბაიერნმა" დამანგრეველი ანგარიშით 2-6 იმარჯვა.

"ზალცბურგის" სათამაშო სტილი ჩვენთვის ცნობილი იყო, სწორედ ამიტომ ეს თამაში ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. მოწინააღმდეგე გუნდი აქტიურად თამაშობდა, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. მათი თამაში ჩვენს სტილს წააგავდა, უბრალოდ ბურთს შედარებით მცირე დოზით ფლობდნენ. მეტოქე ძლიერად კომბინირებდა და მუდამ ეძებდა გზას დაცვის გასარღვევად. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ამ შეხვედრაში მხარეები დარტყმებს გაცვლიდნენ."

"ზალცბურგი" ძალიან თამამად მოქმედებდა და რიგ შემთხვევებში ამის გამო დაჯილდოვდა კიდეც. დაცვის ხაზში გარკვეული სირთულეები ჰქონდათ. იყო რამდენიმე კარგი შანსი ანგარიში 3:1 მდე გაგვეზარდა, სამწუხაროდ ამ შანსების რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ. ამის შემდეგ კი ნამდვილი კლასიკა მოხდა: თუ არ გაიტან გოლს, მაშინ მეტოქე აუცილებლად გაგიტანს. 2:2 ის შემდეგ მატჩი ნამდვილ სანახაობად იქცა. როდესაც შენ სათადარიგო სკამზე ასეთი დონის ფეხბურთელები გიზის ეს, რა თქმა უნდა, კოზირია."
- ციტირებს თომას მიულერის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.