La Gazzetta dello Sport: შევჩენკომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეაქო

"ზლატანი საკუთარ ასაკში დაუჯერებელ მიღწევებს დემონსტრირებს. მასთან ერთად "მილანს" მხოლოდ პროგრესირება შეუძლია. მოხარული ვარ, რომ მან რამდენმე ისეთი რეკორდი გაიმეორა, რომელიც ხსენებულ კლუბში მე დავამყარე. "მილანი" მუდამ ჩემს გულშია, ამ გუნდის წარმატება კი მაბედნიერებს."
"ხელშეკრულების გახანგრძლივება? იმის გათვალისწინებით, რასაც იბრაჰიმოვიჩი აკეთებს, მე მას ბოლომდე მივენდობოდი. თუ მას სათანადო მოტივაცია ექნება, შეეძლება იმდენ ხანს იასპარეზოს, რამდენსაც მოისურვებს. რაც შეეხება ზლატანის დაბრუნებას შვედეთის ეროვნული ნაკრების რიგებში, თუ მას ასეთი სურვილი ექნებოდა, მთავარი მწვრთნელის ადგილზე მე აუცილებლად დავუკავშირდებოდი." - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს გამოცემა La Gazzetta dello Sport.