გუბერნიევი: მესი თუ რონალდო? ლევანდოვსკი...

გუბერნიევი: მესი თუ რონალდო? ლევანდოვსკი... ცნობილი რუსი კომენტატორი, დიმიტრი გუბერნიევი კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შედარების დროს, საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"რონალდო თუ მესი? მოცემულ მომენტში მე რობერტ ლევანდოვსკის მხარეს ვარ. საერთოდ კი ჩემი კუმირი დიეგო მარადონაა. თუ მაინც რონალდოზე და მესიზე უნდა ვილაპარაკოთ, მაშინ მე ამ მოთამაშეებს შორის ტოლობის ნიშანს დავსვამდი. ზოგიერთ შეხვედრებში მესი გამოიყურება უკეთ, ზოგიერთში კი რონალდო. მაგალითად, ვინ უფრო დიადია ლუჩიანო პავაროტი თუ რობერტ პლანტი? ერთიც და მეორეც ნამდვილი კლასიკოსები არიან, ერთი კლასიკურ მუსიკაში, მეორე როკში." - ციტირებს გამოცემა Российская газета დმიტრი გუბერნიევის სიტყვებს.

სულ რამდენიმე დღის წინ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლეგენდარული დიეგო მარადონა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა.

"მესი და რონალდო, რონალდო და მესი... ჩემთვის ეს ორი მოთამაშე ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე წინ დგას. ვერ ვხედავ ვერავის, ვინც ამ ორს მიუახლოვდება. არც ერთი ფეხბურთელი იმის ნახევარსაც კი არ აკეთებს, რასაც ეს ორი გვთავაზობს." - ციტირებდა მარადონას სიტყვებს გამოცემა France Football

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ