კონტე: "რეალში" მუშაობის შესაძლებლობა მქონდა

კონტე: "რეალში" მუშაობის შესაძლებლობა მქონდა მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა შესაძლებლობა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელის რანგში მოესინჯა საკუთარი ძალები.

"მე რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩამებარებინა. იმ პერიოდში სეზონი უკვე დაწყებული იყო და ძალიან რთული გახლდათ შემადგენლობის ხელში აყვანა. მაშინ მივიჩნიე, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა თუ ამ შესაძლებლობას გადავდებდი. მოცემულ მომენტში მე მილანის "ინტერის" რიგებში მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული. ამ პროექტით ძალიან დაინტერესებული ვარ და ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ თავს. ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანს ვქმნით. დიახ, შემეძლო "რეალის" მწვრთნელი ვყოფილიყავი, თუმცა იქნება ჯერ არ მოსულა ეს დრო. ამჟამად, მილანში საკუთარი პროექტის განვითარებაზე ვფიქრობ." - განაცხადა ანტონიო კონტემ.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდს "რეალი" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. შეხვედრა 3 ნოემბერს არის ჩანიშნული და სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.