ძიუბა: ურთულესი მატჩი გევლის

ძიუბა: ურთულესი მატჩი გევლის "ზენიტის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით რომის "ლაციოს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

"დღეს "ლაციოს" თამაშს გულდასმით შევისწავლით, თუმცა ჩვენ ისედაც ხშირად ვუყურებთ სერია ა-ს მატჩებს. მიუხედავად იმისა, რომ "ლაციო" ხუთი მცველით თამაშობს, რომაელებს ძალიან ძლიერი და საინტერესო გუნდი ჰყავთ. იმობილე ბრწყინვალე თავდამსხმელია, რომელიც საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულია. ეჭვგარეშეა, ურთულესი შეხვედრა გველის"

"ყველაზე მთავარია, შეხვედრა წარიმართოს იმ სცენარით, რაც ჩვენს გამარჯვებას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, საშინაო ორთაბრძოლაში უფრო მეტად აგრესიული თამაში მოგვეთხოვება. გვაქვს სათანადო დრო მოსამზადებლად და დარწმუნებული ვარ, სწორ ტაქტიკას შევარჩევთ. არ მომწონს ის ფაქტი, რომ როდესაც რუსული კლუბი თამაშს აგებს, მყისიერად იწყებენ საუბარს თითქოს, ეს ღირსეული მარცხი იყო. მთავარია მოგება! თუნდაც ეს არ იყოს დამაჯერებელი გამარჯვება. იმედს ვიტოვებ, ვაჩვენებთ ისეთ ბრძოლას, რის შემდეგადაც საკუთარი თამაშის არ შეგვრცხვება."
- ციტირებს "ზენიტის" პრეს-სამსახური არტიომ ძიუბას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.