რაკიტიჩი: მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია

რაკიტიჩი: მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია გამოცდილი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც მოცემულ მომენტში "სევილიას" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და ამ უკანასკნელის მისამართით კომპლიმენტებსაც არ იშურებს.

"მესისთან მუდამ ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი იმ ფეხბურთელებიდან, რომელიც მოვიდა და მკითხა, რამე ხო არ მჭირდებოდა, როდესაც "ბარსელონაში" ახალი გადასული ვიყავი. ასეთი დონის ფეხბურთელები მატჩის ბედზე დიდ ზეგავლენას ახდენენ. ისინი განსხვავებულები არიან, მათი მისამართით განსაკუთრებული მოპყრობაა საჭირო. გაურკვეველია, მომავალში კვლავ ვიხილავთ თუ არა, მსგავსი კლასის ფეხბურთელს." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს გამოცემა As.

ივან რაკიტიჩი "სევილიას" სულ რამდენიმე თვის წინ შეურთდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt 32 წლის ხორვატ ნახევარმცველს, 10 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.