კუმანს «ბარსელონაში» ვაინალდუმის ხილვა სურს

კუმანს «ბარსელონაში» ვაინალდუმის ხილვა სურს AD-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, პირველ სატრანსფერო მიზნად ჯორჯინიო ვაინალდუმი დაისახა.

წყაროს ინფორმაციით ჰოლანდიელი სპეციალისტი მიზნად ისახავს 29 წლის თანამემამულე ჯორჯინიო ვაინალდუმი «ლივერპულისგან» შეიძინოს. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო დონეზე კუმანს ჰოლანდიელთან ნამუშევარი აქვს და ფეხბურთელს კარგად იცნობს.

AD-ს ცნობით მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კატალონიელებმა ტურინის «იუვენტუსისგან» მირალემ პიანიჩი შეიძინეს, ჰოლანდიელი სპეციალისტი ვაინალდუმის ტრანსფერს მაინც ითხოვს.

2019/20 წლების სეზონში 29 წლის ჰოლანდიელმა «ლივერულის» მაისურით ჯამში 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 ბურთის გატანაც მოახერხა. Transfermarkt-ის ცნობით ვაინალდუმის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.