ვიდალი: "რეალთან" მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა

ვიდალი: "რეალთან" მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა მილანის "ინტერის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის "რეალთან" გასამართი დაპირისპირების შესახებ საუბრობს. შეხვედრა 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. მატჩს ესპანეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

"სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში ყოფნის დროს, ძალიან ბევრჯერ მომიწია მადრიდის "რეალთან" შეხვედრის ჩატარება. აუცილებელი იქნება, ამ მატჩში საკუთარი ძალები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. "ინტერის" მაისურით გოლი ჯერ კიდევ არ გამიტანია, მიუხედავად ამისა ვაკეთებ ყველაფერს ისე, როგორც ამას მთავარი მწვრთნელი მავალებს. ყოველდღიურად ვმუშაობ იმისათვის, რომ საკუთარ გუნდს მრავალ ასპექტში დავეხმარო.

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა მადრიდის "რეალთან" პაექრობა მაინც განსაკუთრებულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. იმედს ვიტოვებ, ორთაბრძოლის შემდეგ "ინტერის" და "ბარსელონას" ქომაგებთან ერთად ვიზეიმებ. ჩვენ მობილიზებულები ვართ."
- აცხადებს ჩილელი ლეგიონერი გამოცემა Mundo Deportivo-სთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.