რენე მალენსტინი: პოგბა? ის არ არის მსოფლიო კლასის ფეხბურთელი

"შენ შეიძლება დაუჯერებელი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ მთავარი მაინც გულმოდგინე შრომაა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის, რომ შენი ყველა მახასიათებელი უმაღლეს ნიშნულს აღწევს. ჩემი აზრით პოგბა არასაკმარისად მუშაობს. ამას ყოველ ჯერზე ვხედავ. ის მოქმედებს ნელა. მოწინააღმდეგე გუნდს კი ამ ფაქტორის გამოყენება შეუძლია.
პოგბა ნიჭიერი ფეხბურთელია. ყველა ამბობს, რომ ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა... მე ასეთ სიტყვებს არ გამოვიყენებდი, რადგან ვიცი ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად მიესადაგებიან ამ ეპითეთეპს. პოლი არც ერთ შემთხევაში არ იმსახურებს ასეთ სიტყვებს. ის ვერ ამართლებს იმ მოლოდინებს, რაც მისი მისამართით არსებობდა.
არ ვფიქრობ, რომ მისგან ძალიან ბევრ რამეს ელიან, იმის გათვალისწინებით ვინ იყო ეს ფეხბურთელი ადრე და რა ტიტულები აქვს მოპოვებული. დიახ, შეიძლება დიდი იმედები გვქონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია გულმოდგინე მუშაობაზე." - ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს.