ალაბა: 7 დღე არ არის საკმარისი

ალაბა: 7 დღე არ არის საკმარისი მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კონტრაქტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, არასაკმარისი დროის გამო ვერ მოახერხა.

"ჩვენი ბოლო მოლაპარაკება იმით დასრულდა, რომ მე კლუბის ხელმძღვანელობას განვუცხადე: არ მაქვს შესაბამისი დრო, ახალი კონტრაქტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 7 დღე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ეს მე მყისიერად ვთქვი. ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით, გვქონდა გასვლითი შეხვედრები... მე თავიდანვე ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ დროს წინადადებებზე რეაგირებას ვერ მოვახდენდი."

"მრავალჯერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ შიდა მოლაპარაკებები დარჩებოდა ჩვენს შორის და არ გასაჯაროვდებოდა. ძალიან კარგად მესმის გულშემატკივრების რეაქციის, იმის გათვალისწინებით თუ როგორი ხმები ვრცელდება ჩემს შესახებ, მაგრამ ეს არ შეესაბამება რეალობას. მინდა თითოეული ქომაგი დავარწმუნო ერთ რამეში - ის ციფრები რაც პრესის საშუალებით სახელდება, სიმართლეს არ შეესაბამება."
- ციტირებს ალაბას სიტყვებს გამოცემა Goal.

შეგახსენებთ, პრესაში არა ერთხელ დაიწერა, რომ დავიდ ალაბა და მისი აგენტი პინი ზაჰავი, 5 წლიან ხელშეკრულებას და წლიური ანაზღაურების სახით, 25 მილიონ ევროს ითხოვდნენ. განაპირა მცველთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესებულია ორი ინგლისური გრანდი - მანჩესტერ "სიტი" და "ლივერპული".

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.