არტეტა: კომპლიმენტები გუნდს

"ჩემი სურვილი იყო, ფეხბურთელებს წარმატებაში ეჭვი არ შეეტანათ და ვთხოვე მათ, რომ როგორც ნამდვილ გუნდს შეეფერება, ისე ემოქმედათ. მე კმაყოფილი ვარ, რადგან საკმაოდ თამამად ვმოქმედებდით. მოწინააღმდეგე გუნდმა ძალიან რთული სქემა აირჩია, რომელიც 4 ნახევარმცველისგან შედგებოდა, ამათგან ორს მუდამ უნდა შეეტია ჩვენი დაცვისთვის. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეგვეძლო ორი გოლის გატანა, მეორე ნახევარში გატანილი გოლით კი ზეწოლას ბრწყინვალედ გავუმკლავდებოდით. დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულს აღწევდა, "ოლდ ტრაფორდი" სხვა სტადიონებისგან გამორჩეულია. ასეთი შეხვედრების დროს, მთლიანმა გუნდმა უნდა იბრძოლოს. დღეს თითოეული ფეხბურთელი დიდებულად ასპარეზობდა." - ციტირებს არტეტას სიტყვებს გამოცემა BBC
1̶-̶0̶
— Arsenal (@Arsenal) November 1, 2020
𝟬-𝟭 to The Arsenal 🤍#MUNARS pic.twitter.com/LP8RXVegZA