რომელუ ლუკაკუ «რეალთან» მატჩს გამოტოვებს

შეგახსენებთ, რომ «ინტერსა» და «მადრიდის რეალს» შორის დაპირისპირება 3 ნოემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით 27-წლის ბელგიელს მარცხენა ბარძაყზე კუნთზე აქვს პრობლემა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში «პარმასთან» შეხვედრაში (2:2) მიიღო. რომელი ლუკაკუს სარეაბილიტაციო პროცესი «მადრიდის რეალთან» მატჩამდე ვერ მოესწრება, ამრიგად ბელგიელი სამეფო კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
#Inter, a #Madrid niente #Lukaku ⬇️ https://t.co/KNM2hIcO2C
— Corriere dello Sport (@CorSport) November 1, 2020
მიმდინარე სეზონში «მილანის ინტერის» მაისურით რომელუ ლუკაკუმ ჯამში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გატანილი გოლით გამოირჩა.