სებასტიან ფეტელი: «ცუდმა პიტ-სტოპმა ქულები დაგვაკარგინა»

— პირველ წრეში მძიმე ორთაბრძოლა მქონდა კევინ მაგნუსენთან, მეექვსე მოსახვევიდან ცუდად გამოვედი, ხოლო შემდეგ მან ადგილი აღარ დამიტოვა. მოხვევას ვერ ვახერხებდი და ამავდროულად არ მსურდა მას შევჯახებოდი. საბოლოოდ კონტაქტი მაინც მოხდა. მაგნუსენი დატრიალდა, ასევე დაზიანდა ჩემი ბოლიდიც».
— მიუხედავად იმისა, რომ წინა მხარის გვერდითა ნაწილი დავკარგე, ბოლიდი ნორმალურად იმართებოდა. სინამდვილეში ამჯერად რბოლამ ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ცუდმა პიტ-სტოპმა ქულების მოპოვებისთვის ბრძოლის შანსი არ დაგვიტოვა», - ამბობს სებასტიან ფეტელი.
რბოლაში გამარჯვების მოპოვება «მერსედესის» პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოახერხა. «ალფა ტაურის» პილოტმა დანილ კვიატმა კი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა რბოლა.