«ბარსელონამ» შესაძლოა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაყიდოს

წყაროს ინფორმაციით მიუნხენური გრანდი გერმანელი მეკარის მიმართ ინტერესს კვლავინდებურად ინარჩუნებს, ხოლო «ბარსელონას» იძულებით უწევს თანხმობის განცხადება, რადგან კლუბი ამ ეტაპზე მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის.
პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ თუ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას არ დათანხმდებოდნენ კატალონიური კლუბის მესვეურებს, შესაძლოა, «ბარსელონა» ბანკროტადაც კი გამოეცხადებინათ.
«მიუნხენის ბაიერნში» მიიჩნევენ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის იდეალური შემცვლელი იქნება. TodoFichajes-ს ინფორმაციით გერმანელი კარის დარაჯის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევრო იქნება.