Daily Mail: კროოსი "ბარსელონას" მარცხს გამოეხმაურა

Daily Mail: კროოსი "ბარსელონას" მარცხს გამოეხმაურა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოეხმაურა. ხსენებულ ორთაბრძოლაში, გერმანიის "რეკორდმაისტერმა" კატალონიური "ბარსელონა", გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

"ამ ყველაფრის საჯარო ჩვენება არ შემიძლია (იგულისხმება აპლიკაცია WhatsApp-ში მადრიდის "რეალის" საერთო ჩათში არსებული წერილები), თუმცა თქვენ თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ აღნიშნულის გამო ტირილი არავის დაუწყია. იყო ბევრი ბოროტი გამონათქვამები."-ციტირებს გამოცემა Daily Mail გერმანელი ნახევარმცველის სიტყვებს.

1946 წლის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" მსგავსი მაჩვენებელი არ ჰქონია. გუნდმა ამდენი წლის შემდეგ პირველად გაუშვა ერთბაშად 8 გოლი. ამ მარცხმა თავად კლუბის სიტემაში ძირეული ცვლილებები გამოიწვია. დაითხოვეს, მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი და ასევე სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.