Marca: «რეალის» ფეხბურთელს კორონა ვირუსი აქვს

Marca-ს ინფორმაციით აღნიშნული ფაქტის გამო ახლა მთელი გუნდი თავიდან გაივლის კორონა ვირუსზე ტესტს. კონკრეტულად ის ფეხბურთელი, რომლის ანალიზის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტს.
თუ კიდევ ერთი ტესტის პასუხიც დადებითი იქნება, მაშინ აღნიშნული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს «მილანის ინტერთან» გამოტოვებს და თვითიზოლაციაში იქნება გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სამეფო კლუბი «მილანის ინტერს» დაუპირისპირდება. შეხვედრა 3 ნოემბერს თბილისის დროით 00:00 საათზეა დაგეგმილი.