ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილის შესახებ საუბრობს

— უკანასკნელი ერთი კვირაა მან საკმაოდ მოუმატა. ეს მხოლოდ დაკვირვება არ არის, მონაცემები ამას ადასტურებენ. ჩვენ ეს ვიცოდით. ერთმანეთს მოსაზრებებსა და შეგრძნებებს ვუზიარებთ. გარეთმა ეს გოლი დაიმსახურა. როდესაც ხუთი თავისუფალი წუთი მექნება ინტერნეტში შევიხედავ და წავიკითხავ რას წერენ მადრიდული საიტები ბეილის შესახებ», - ამბობს ჟოზე მოურინიო.
— ბეილმა ხასიათი გამოავლინა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ჰარის მატჩის მიწურულს შეუერთდა და მათ საკმაოდ ჭკვიანურად ითამაშეს. ბურთი იმ ზონაში გადაგზავნეს, სადაც მოწინააღმდეგეს ჩვენთვის სახიფათო მომენტის შექმნა არ შეეძლო. ბეილმა იცის, რომ კლუბი მასზე ზრუნავს. ის ძალიან მშვიდი და ჭკვიანი ბიჭია. მიხარია, რომ მან გამარჯვების გოლი გაიტანა», - ჟოზე მოურინიოს სიტყვებს ციტირებს GOAL-ი.