პიანიჩი: "ბარსელონამ" დამსახურებულად მოიგო

პიანიჩი: "ბარსელონამ" დამსახურებულად მოიგო კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი, ტურინის "იუვენტუსთან" განვლილ შეხვედრას აფასებს (0-2).

"ძალიან ბედნიერი ვარ ტურინში დაბრუნებით და უამრავი მეგობრის ხილვით. ეს იყო ძალიან რთული თამაში, თუმცა ბრწყინვალე მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება სრულებით დავიმსახურეთ. ეს ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენს თავდაჯერებულობაზე, რაც სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება. ამ ბრძოლას შევაფასებდი, როგორც ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო დავიმსახურეთ გამარჯვება, ვიდრე "იუვენტუსმა".

მოედნის ყოველ ზონაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანა, მაგრამ "ბარსელონა" მაინც კმაყოფილია შედეგით. "იუვენტუსს" ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და იმედს ვიტოვებ, მიმდინარე სეზონში ეს კლუბი იტალიის ჩემპიონატის მოგებას შეძლებს."
- ციტირებს გამოცემა Football Italia მირალემ პიანიჩის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.