ვიერი: მესი ნამდვილი ჯადოქარია

"მესი - ჯადოქარია! ეს არის საფეხბურთო სამყაროს ჰარი პოტერი. როდესაც ლიონელი საკუთარ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, მე ტელევიზორს გადავაგდებ. აღარ ვიმუშავებ ტელევიზიაში, დავჯდები სახლში და Netflix-ს ვუყურებ, მორჩა. ეს იმიტომ, რომ ლეოს მერე საყურებელი არაფერი იქნება." - ციტირებს გამოცემა CBS Sports კრისტიან ვიერის სიტყვებს.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში, კატალონიის "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსი" გასვლით ორთაბრძოლაში ანგარიშით 0-2 დაამარცხა.