ჰოლანდმა «ზენიტთან» მატჩში ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ჰოლანდმა «ზენიტთან» მატჩში ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა «დორტმუნდის ბორუსიას» თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში «ზენიტთან» მატჩში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა.

SKY SPORT-ის ინფორმაციით ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ევროთასების პირველ 10 სადებიუტო შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა, რაც ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდია.

20-წლის ჰოლანდის მიერ ნაჩვენები შედეგის გამეორება ჯერ-ჯერობით ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო. ერლინგმა ნაჩვენები შედეგით «ლივერპულის» თავდამსხმელს სადიო მანესა და «ტოტენჰემის» შემტევს ჰარი კეინს გადაუსწრო.

SKY SPORT-ის ინფორმაციით ერლინგ ჰოლანდმა სიმონე ინძაგიც მოიტოვა უკან. შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს პირველ 10 სადებიუტო შეხვედრაში 9 გოლი ჰქონდათ გატანილი.


ერლინგ ჰოლანდმა «დორტმუნდის ბორუსიას» მაისურით მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიელი ფორვარდის ანგარიშზე 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.