როჯერ ფედერერმა კორტზე ვარჯიშები განაახლა

როჯერ ფედერერმა კორტზე ვარჯიშები განაახლა როჯერ ფედერერი, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე თვე იუქმა მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო, სარეაბილიტაციო პროცესს მორჩა და კორტზე ვარჯიშები განაახლა, ამის შესახებ ინფორმაციას Tennis World USA ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში 39-წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი დღეში ორ საათზე მეტ ხანს ვერ ახერხებდა ვარჯიშს და ძირითადად გამძლეობასა და ძალაზე მუშაობდა.

Tennis World USA-ის ინფორმაციით როჯერ ფედერერმა ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით დაასრულა და თავად შვეიცარიელი ჩოგბურთელის თქმით შესაძლოა 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირზეც მიიღოს მონაწილეობა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.