ლუსიენ ფავრი: «დამსახურებულად გავიმარჯვეთ»

— შეხვედრას კარგად ვაკონტროლებდით, მომთმენნი ვიყავით და ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვცდილობდით ფლანგების მეტად გამოყენებას, ამიტომ სანჩო და რეინა ცენტრში იწევდნენ, ხოლო ზენიტი ცხრა კაცით იცავდა თავს, თუმცა გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ».
— ზენიტის რამდენიმე შეხვედრა ვნახე და მათი სამი-ოთხი ფეხბურთელი მომწონა. ვთვლი, რომ ზენიტს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ძნელია რომელიმე ერთ-ერთი შემსრულებლის დასახელება».
— ზენიტს შანსები არ ჰქონია, რადგან ჩვენ კარგად ვთამაშობდით. ზენიტი - ბრიუგეს დაპირისპირება ვნახე და შევამჩნიე, რომ რუსული კლუბი კარგად თამაშობდა და უნდა გაემარჯვა. სწორი დასკვნები გამოვიტანეთ», - ამბობს ლუსიენ ფავრი.