ვენგერი: ეს ინგლისის ჩემპიონატს მოკლავს

"ჩემი აზრით, ევროპა ამისთვის მზად არ არის. მოცემულ მომენტში ინტლისის ჩემპიონატი სხვა ჩემპიონატებს აღემატება, სწორედ ამიტომ მათ ამის განადგურება სურთ. ამ მიზნის სისრულეში მოყვანის საუკეთესო გზა კი ევროპული ლიგის შექმნაა. ეს იქნება ინგლისის პრემიერ-ლიგის გააზრებული მკვლელობა. თუ ისინი ინგლისური კლუბებიდან თანხმობას მიიღებენ, სწორედ ასე მოხდება.
დიახ, ესეც ფეხბურთია, თუმცა დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ინვესტორების და მფლობელების ეპოქაში. ინვესტორისთვის კი პირველი მიზანი ფულის კეთებაა. ევროპული სუპერ ლიგა კი ალბათ, დიდი ფულის კეთების საუკეთესო საშუალება გახდება." - ციტირებს ვენგერის სიტყვებს გამოცემა The Guardian