ვერნერი: "კრასნოდარმა" სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა

ვერნერი: "კრასნოდარმა" სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა ლონდონის "ჩელსის" 24 წლის გერმანელი მოიერიშე ტიმო ვერნერი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "კრასნოდართან" მოპოვებული გამარჯვების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, "არისტოკრატებმა" გასვლით ორთაბრძოლაში რუსული კლუბი ანგარიშით 0-4 დაამარცხეს.

"საბოლოო ანგარიში საკმაოდ მსხვილია, თუმცა ჩვენ მარტივი შეხვედრა არ გვქონია. განსაკუთრებით პირველი ტაიმი. "კრასნოდარის" წინააღმდეგ თამაში მართლაც ძნელია, მათ უამრავი პრობლემები შეგვიქმნეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა აქტიური პრესინგი შემოგვთავაზეს. სტადიონზე შეკრებილი ქომაგი გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს, თუმცა თავის დაცვა ბრწყინვალედ შევძელით. პენალტით გატანილმა მეორე გოლმა კი უმნიშვნელოვანესი დახმარება გაგვიწია." - აღნიშნავს ვერნერი ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ