კვარაცხელია დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესის სფეროში მოექცა

კვარაცხელია დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესის სფეროში მოექცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესის სფეროში მოექცა. ხსენებულ საკითხს ეხმიანება ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი.

"კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ დორტმუნდის "ბორუსიაში" ხსენებული ტრანსფერი შედგება, ეს ბრწყინვალე რამ იქნება. ჩემი აზრით ხვიჩა 100 პროცენტით მზად არის "ბორუსიაში" საკუთარი ძალები მოსინჯოს."

"საქართელოში მსგავსი ფეხბურთელები მრავლად იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გაგრძელდება მისი საკლუბო კარიერა. როგორ გავლენას მოახდენენ მასზე აგენტები და მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც თითოეულ ვარჯიშზე მაქსიმალურ ყურადღებას ავლენს. ახლა ის რუსეთში მოღვაწე ყველაზე მაგარი მთავარი მწვრთნელის და ჩემი კარგი მეგობრის, ლეონიდ სლუცკის ხელშია. ის კარგ კლუბში თამაშობს. მისი ნიჭი კი დაუჯერებელია. დიახ მას უყვარს ბურთის ფლობა, თუმცა ტაქტიკის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ხვიჩა გამორჩეული ტალანტის პატრონია, მას ღმერთისგან აქვს ბოძებული უნარი შეხვედრის ბედი მარტომ გადაწყვიტოს."
- აცხადებს ვაისი გამოცემა Чемпионат-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.