თომას ტუხელი ევროპის წამყვან ლიგებზე საუბრობს

— წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი თითქმის არ გვქონია. უამრავი ფეხბურთელი გვაკლია. ბევრი მოთამაშე შევიძინეთ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ეს მარტივი არ არის. პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ პსჟ თასების ფინალში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფსში თამაშობდა, ხოლო შემდეგ ლიგა 1 დავიწყეთ».
— იტალიაში იუვენტუსი ლიდერობს? არა. ინგლისში საუკეთესო მანჩესტერ სიტია? არა. ესპანეთში ბარსელონა ან რეალი ლიდერობს? არა. ეს იმიტომ, რომ ყველა ჩამოთვლილი გუნდი ჩვენთან ერთად იყო პორტუგალიაში, სადაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, ვამჯობინებ პოზიტიური ვიყო და გავიღიმო», - ამბობს თომას ტუხელი.