პირლო: "ბარსელონა" განვითარების მხრივ, ჩვენზე წინ დგას

პირლო: "ბარსელონა" განვითარების მხრივ, ჩვენზე წინ დგას ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონასთან" განცდილ მარცხზე საუბრობს. შეგახსენებთ, ესპანურმა გრანდმა გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 0-2 იმარჯვა.

"ვიცოდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა იმ გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა, რომელსაც კარგად შეუძლია ფეხბურთის თამაში და განვითარებით ჩვენზე წინ დგას. მათ უამარავი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც მიჩვეულები არიან ასეთ ასპარეზობას, ჩვენ კი გვყავდა მოთამაშეები, რომლებიც მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდნენ უეფას ჩემპიონთა ლიგაში. ჩემი აზრით ეს მატჩი დაგვეხმარება ერთგვარ გაზრდაში. იმედს ვიტოვებ, ძირითადი ფეხბურთელები სულ მალე მწყობრში ჩადგებიან. ძალიან რთულია ერთი და იგივე შემადგენლობით, რამდენიმე შეხვედრის ჩატარება."

"არტური, ბენტანკური, რაბიო და სხვები ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მიუხედავად ამისა ჩვენი სურვილია მათ რაც შეიძლება მალე შეძლონ შესაბამისი გამოცდილების მოგროვება და ტოლ-სწორად ითამაშონ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ბარსელონაა"
- ციტირებს პირლოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ