მარკუს რაშფორდი «ლაიპციგთან» გამარჯვებას ეხმიანება

— შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს სწორედ ისაა საითკენაც მივისწრაფით. ასეთი შემართებით უნდა გავაგრძელოთ და იმპულსი შემდეგ შეხვედრებში გამოვიყენოთ. ორ ძალიან კარგ გუნდთან თამაშის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა ექვსი ქულა მოაგროვა».
— ჯგუფში შესანიშნავი მდგომარეობა გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ პრემიერ ლიგაშიც შევძლებთ ჩვენი ფორმის დემონსტრირებას. სეზონში პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო. ეს ადგილი ციხესიმაგრე უნდა იყოს, ამიტომ გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს პირველი საშინაო გამარჯვება მიმდინარე სეზონში მრავალთაგან ერთ-ერთი იქნება», - მარკუს რაშფორდის სიტყვებს ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.