გაელ მონფილსმა სეზონი ნაადრევად დაასრულა

გაელ მონფილსმა სეზონი ნაადრევად დაასრულა ფრანგმა ჩოგბურთელმა გაელ მონფილსმა განაცხადა, რომ 2020 წლის სეზონს ნაადრევად ასრულებს, ამის შესახებ 34-წლის სტაჟიანმა სპორტსმენმა გამოცემა Essentially Sports-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დღეის მდგომარეობით ჩემთვის ჩოგბურთის თამაში კომფორტული არ არის. ჩაწოდებები ცუდად გამომდის, ამის გამო რთულია კონკურენტუნარიანი იყო. ეს ნეგატიური გზა უნდა გავწყვიტო. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ ამ სეზონში აღარ ვითამაშებ», - გაელ მონფილსის სიტყვებს ციტირებს Essentially Sports.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის გამო დროებით დაპაუზებული სეზონის განახლების შემდეგ, 34-წლის ჩოგბურთელმა ოთხი მატჩი ჩაატარა და ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.