მირანჩუკი "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა

მირანჩუკი "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი ანტონ მირანჩუკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შეგახსენებთ, გერმანიის "რეკორდმაისტერმა" გასვლით ორთაბრძოლაში ანგარიშით 1-2 იმარჯვა და საკუთარ აქტივს მორიგი სამი ქულა მიუმატა.

"ვამაყობ გუნდური მუშაობით! თითოეულ გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის" - წერს მირანჩუკი "ინსტაგრამის" გვერდზე.

"დღეს ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ვიყავით სათანადოდ მოტივირებულები, გამოვირჩეოდით დისციპლინით, ჩვენს თამაშში სითამამე შეინიშნებოდა. ქომაგებმა არენაზე ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს, რამაც ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია მისცა. კარგად ვმოქმედებდით, თუმცა დღევანდელი ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. რამდენიმე წელიწადში მსგავს გუნდებს კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთით დავუპირისპირდებით", - ეს კი "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის მარკო ნიკოლიჩის სიტყვებია.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.