ლემპარდი: რთული მატჩი გველის

"კენჭისყრამდე "კრასნოდარის" შესახებ ღრმა ცოდნას არ ვფლობდით, თუმცა ამის მერე თვალის მიდევნება დავიწყეთ. ახლა ამ გუნდს საკმაოდ კარგად ვიცნობთ, ისინი უეფას ჩემპიონთა ლიგაში ერთგვარი ახალწვეულები არიან და შესაბამისად მათ უდიდესი მოტივაცია გააჩნიათ. ამ მატჩს ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციით ვხვდებით."
"ბოლო ორ მატჩში ჩვენ ტოპ-კლასის მოწინააღმდეგეები გვყავდა. "სევილია" ძალიან ქრეატიული გუნდია, იმ შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ განვაგრძობთ პროგრესირებას. მატჩებს შორის დიდი დრო არ გვაქვს ვარჯიშებისთვის, რადგანაც ეს ყველაფერი უდიდეს ფიზიკურ დატვირთვებთან არის დაკავშირებული." - ციტირებს "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის სიტყვებს გამოცემა Football.London.
All smiles at training yesterday! 😀 pic.twitter.com/A94UsI7kBQ
— Chelsea FC (@ChelseaFC) October 28, 2020