BBC: კლოპი განვლილ ორთაბრძოლას აფასებს

"საკმაოდ რთული საღამო ოყო. ეს ყველაფერი ცოლ-ქმრულ ურთიერთობას მაგონებს, არის კარგი და ცუდი დროება. მოცემულ მომენტში ცუდი დროში არ ვართ, თუმცა არც ასე მარტივადაა ყველაფერი. აუცილებლია ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, ეს არის ის რაც ბიჭებმა დღეს გააკეთეს. "ლივერპულმა" პირველ ტაიმში ფაბინიო დაკარგა, მისი შემცვლელი რის უილიამსი კი მხოლოდ 19 წლისაა. მას უეფას ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტჯერ აქვს დიდ მატჩებში მონაწილეობა მიღებული ვიდრე ინგლისის ჩემპიონატში, რაც იშვიათობაა. ერთის მხრივ ყველაფერი კარგადაა, თუმცა გუნდისთვის ეს ნამდვილი შოკია, ვინაიდან საქმე მორიგ ტრავმასთან გვაქვს."
"შესვენებაზე ჯორდან ჰენდერსეონის ცვლილებას ვაპირებდით, მან განაცხადა, რომ კარგად იყო, თუმცა ასეთ დროს დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო. გადავწყვიტეთ, რომ მისთვის 45 წუთი მიგვეცა ვინაიდან "ვესტ ჰემთან" მოახლოებულ მატჩში კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყო. ეს რთული ბრძოლა იყო. ანგარიში 2:0 კი ნორმალური შედეგია. სულ ეს არის, მოდით გავაგრძელოთ წინ სიარული." - ციტირებს გამოცემა BBC იურგენ კლოპის სიტყვებს.
Missed the twelfth man at times tonight, but most important thing was to get the 3 points. Great performance from @rhyswilliams01 when he came on 🔥 #YNWA pic.twitter.com/rM3gDcVJi6
— James Milner (@JamesMilner) October 27, 2020