კონტე: კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა არ გაგვიმართლა

კონტე: კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა არ გაგვიმართლა მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დონეცკის "შახტართან" გამართულ პაექრობას აფასებს. მატჩი ფრედ ანგარიშით 0-0 დასრულდა.

"ჩვენს თამაშში საჭირო ტემპი შეინიშნებოდა. დაინახავდით გულმოდგინე შრომასაც. იგრძნობოდა, რომ ეს ერთი დიდი გუნდი იყო. ვდომინირებდით, თუმცა არ გაგვიმართლა. "ინტერს" ჰქონდა შანსები, რომ გაეტანა. ძალიან კარგად ვთამაშობდით, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. არ დაგავიწყდეთ, შახტარი ბრწყინვალე ტექნიკურ მახასიათებლებს ფლობს. ვწუხვართ, ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით. სწორ გზაზე ვდგავართ, საკუთარი მენტალიტეტის დემონსტრირებას ნათლად ვახდენთ."

"ჩვენ ერთად უკვე ერთი წელია რაც ვართ, ბიჭებმა საჭირო ცოდნა მოაგროვეს, შეიძინეს თავდაჯერებულობაც. მოედნის ყოველ მონაკვეთზე საჭირო პრესინგს ვახდენთ, ვცდილობთ მოწინააღმდეგეს ბურთი წავართვათ. სხვა მოცემულობაში, ჩვენ გულხელდაკრეფილები დავჯდებოდით და დაველოდებოდით, როდის გაიტანდა თავდამსხმელი გოლს. დღეს ყველაფერი პირიქით მოხდა და სწორედ ეს არის დიდი ცვლილება. მსგავსი რამ შეინიშნებოდა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამართულ შეხვედრაშიც.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო მეოთხე თამაში ბოლო 10 დღეში. გამართლებას არ ვეძებ, მაგრამ ჩვენ ეს ციკლი დავიწყეთ 6 ფეხბურთელით რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის გარდა გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეებიც, ეს კი ნიშნვას, იმას რომ ჩვენ 8 საერთო ჯამში ფეხბურთელი გვაკლდა."
- ციტირებს გამოცემა Football Italia ანტონიო კონტეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.