ისრაელ ადესანია ჯონ ჯონსთან ბრძოლისთვის მზადაა

«ჯონს სურდა, რომ მე პირდაპირ ნახევრად-მძიმე კატეგორიაში გადავსულიყავი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დაცული ტიტული. ახლა ეს ორჯერ გავაკეთე და ვაპირებ კიდევ რამდენჯერმე დავიცვა ჩემპიონის ტიტული, ხოლო ამის შემდეგ გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია.
ადგეს და ცოტა კუნთები გაიზარდოს თავის წვრილ მკლავებზე და ფრანსის ენგანუს შეხვდეს, რომელიც მას გატეხავს. ვფიქრობ ფრენსისი ჯონსს უბრალოდ გაანადგურებს. შეიძლება ვერც შეძლოს, ვინ იცის?!
ნებისმიერ შემთხვევაში ჯონსის მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლა არაფერს არ ცვლის. მას მძიმე წონაში შევერკინები, ჩემი გეგმა ჯერ კიდევ ძალაშია», – განაცხადა ადესანიამ.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს UFC 253 ტურნირზე ადესანია ჩემპიონის ტიტულის დაცვას პაულო კოსტასთან ეცდება.