ზიდანი: ეს იყო ნამდვილი დრამა

ზიდანი: ეს იყო ნამდვილი დრამა მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

"არ ველოდებოდით, რომ ამ თამაშში ასეთი დრამა იქნებოდა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა აჩვენეს, როგორ უნდა რეაქციის გამოვლინება. ჩემი აზრით პირველ ტაიმში კარგად ვმოქმედებდით. ძალიან დიდ ტკივილს იწვევს პირველ გაშვებულ გოლში დაფიქსირებული შეცდომები. სამწუხაროდ, ბურთის ფლობა რეალურ მომენტებში ვერ ავსახეთ. ეს გამოცდილება დაგვეხმარება საჭირო რეაქცის გამოვლინებაში. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, რაც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. მიმდინარე წელი ყველასათვის რთული იქნება, თუმცა მე ვამაყობ ჩემი გუნდით. იმ ფეხბურთით რაც ბიჭებმა ამ საღამოს აჩვენეს. ასეთი თამაშით ჯგუფური ეტაპის გადალახვა არ გაგვიჭირდება. ეს ეჭვგარეშეა." - ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.