მარკო ნიკოლიჩი: ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო

მარკო ნიკოლიჩი: ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში "ბაიერნმა" გასვლით ორთაბრძოლაში "რკინიგზელები" ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

--დღეს ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ვიყავით სათანადოდ მოტივირებულები, გამოვირჩეოდით დისციპლინით, ჩვენს თამაშში სითამამე შეინიშნებოდა. ქომაგებმა არენაზე ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს, რამაც ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია მისცა. კარგად ვმოქმედებდით, თუმცა დღევანდელი ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. რამდენიმე წელიწადში მსგავს გუნდებს კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთით დავუპირისპირდებით-- - ამბობს ნიკოლიჩი ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.