კიმიხი: ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, თუმცა სამი ქული მაინც მოვიპოვეთ

კიმიხი: ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, თუმცა სამი ქული მაინც მოვიპოვეთ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი იოზუა კიმიხი, მოსკოვის "ლოკომოტივთან" მიღწეული გამარჯვების შესახებ (1-2) საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"ეს იყო შრომით მიღწეული გამარჯვება. ამ თამაშში საკუთარი თავი იდეალურად ვერ წარმოვაჩინეთ. "ლოკომოტივის" ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ. ანგარიში სწრაფად გავხსენით, ეს გოლი თითქოს არაფრისგან შეიქმნა. ამის შემდეგ გვქონდა კიდევ რამდენიმე მომენტი, რა დროსაც მატჩის ბედი უნდა გადაგვეწყვიტა, თუმცა ამ მომენტების რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ."

"მეორე ნახევარში მოწინააღმდეგე გუნდმა რამდენიმე კონტრშეტევა შექმნა, გაგვიმართლა, რომ გოლი არ მივიღეთ. იყო მომენტები, როდესაც კარგ პოზიციას ვერ ვარჩევდით, როდესაც მეტოქე გრძელ გადაცემას ახორციელებდა. საბედნიეროდ მათ მომენტები ვერ გამოიყენეს. ვიღებთ ამ გამარჯვებას, თუმცა გვესმის რომ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში."
- ციტირებს კიმიხის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ