ფლიკი: დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ

ფლიკი: დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მოსკოვის "ლოკომოტივთან" მიღწეული გამარჯვების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, გერმანულმა გრანდმა გასვლით ორთაბრძოლაში ანგარიშით 1:2 იმარჯვა.

"მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ეს იყო სამუშაო გამარჯვება, რომელიც საბოლოო ჯამში დამსახურებულად მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯგუფის სხვა გუნდებსაც მოსკოვში დიდი პრობლემები შეექმნებათ. პირველი გატანილი გოლი სენსაციური გათამაშების შედეგი იყო. "ლოკომოტივის" ფეხბურთელები ბრწყინვალედ მოქმედებდნენ, ისინი სიღრმეში განლაგდნენ და გრძელ გადაცემებს ახორციელებდნენ. რამდენიმე ეპიზოდში დიდი ტკივილი მოგვაყენეს, სირბილით გაცილებით მეტი მანძილის დაფარვა მოგვიხდა. 2:1 - ეს დამსახურებული შედეგია. ნორმალურია, რომ გუნდს მსგავსი მატჩები აქვს. თუ ამ ორთაბრძოლებში გამარჯვებას ახერხებ, ეს ორმაგად სასიამოვნოა." - ციტირებს ჰანსი ფლიკის სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.