მიულერი: "ბაიერნი" კარგ ფორმაში იმყოფება

"ჩვენ დიდი სიამოვნებით ვთამაშობთ ფეხბურთს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა იმ ფეხბურთელებში, რომლებიც შეტევის ხაზში არიან წარმოდგენილნი. ბურთის მიღებისთანავე, მყისიერად გოლის გატანაზე ვფიქრობთ. მოცემულ მომენტში ჩვენი გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ, მეტოქე გუნდები დიდი წნეხის ქვეშ გვყავს.
ჩემპიონთა ლიგაში პირადი რეკორდი? ასეთი მატჩების წინ მსგავს მიზნებს არ ვისახავთ. არ ვგეგმავთ რეკორდების დამყარებას. ეს არასწორი მიდგომაა, ძალიან ქედმაღლური. გვსურს მოგება, რამდენ გოლს გავიტანთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მიაღწევს თუ არა რობერტ ლევანდოვსკი გერდ მიულერის სარეკორდო ნიშნულს? მე სამწუხაროდ მისი თამაში არ მინახავს და არც იმ ადამიანებთან მქონია ამ თემაზე კომუნიკაცია, ვისთან ერთადაც ის ასპარეზობდა. გერდ მიულერი დიდებული ფეხბურთელი იყო. მე არ გამომდის საჯარიმო ხაზში ასე ფეხბურთის თამაში. ჩვენ სხვადასხვა გაბარიტები გვაქვს. გერდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. რაც შეეხება რობერტს ის უკვე მრავალი წელია რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ზოგადად, მთლიანი გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს." - აცხადებს თომას მიულერი.