ფლიკი მოახლოებულ ბრძოლას აფასებს

ფლიკი მოახლოებულ ბრძოლას აფასებს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, მოსკოვის "ლოკომოტივთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. ჩემპიონთა ლიგის მატჩი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში დღეს გაიმართება, თბილისის დროით 21:55 საათზე.

"რუსეთის პრემიერ ლიგაში ეს კლუბი საკმაოდ სტაბილურად ასპარეზობს. ძალიან ცოტა გოლს უშვებს, აქვს კარგი შემტევი ხაზი. მომეწონა ედერისა და სმოლოვის თამაში. ამ გუნდს აქვს უნარი ირბინოს ბევრი კონტრშეტევების დროს, ასევე დაიცვას საკუთარი თავი. ვეცდებით მატჩის მსვლელობა ჩვენს ხელში მოვაქციოთ და რაც შეიძლება მცირე დოზით დავკარგოთ ბურთი. "ლოკომოტივმა" "ზალცბურგთან" კარგი თამაში აჩვენა, ეს გუნდი გამორჩეულია შეტევაში მოქმედების დროს, დაცვაშიც საკმაოდ კარგად დგანან. ეს კარგად გამოჩნდა ვიდეოანალიზის დროს."

"მარკ როკა? მე გულდასმით ვაკვირდები მოთამაშეებს. მისი დრო აუცილებლად მოვა. ძალიან კარგად ვარჯიშობს და საკუთარ შანს აუცილებლად მიიღებს. ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ჯანმრთელი ფეხბურთელი გვყავს. გნაბრი და სანე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ. ვცდილობთ ნაკლებად ვიმოგზაუროთ, ამ დროს როგორც წესი, დატვირთვები იზრდება. გნაბრი ჩვენი ძირითადი ფეხბურთელია, მას შეეძლება ხვალინდელ შეხვედრაში პირველივე წამებიდან იყოს წარმოდგენილი. მისი დაბრუნებით ბედნიერები ვართ."
- აღნიშნავს ჰანს დიტერ ფლიკი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.