ზიდანი: ურთულესი მატჩი გველის

ზიდანი: ურთულესი მატჩი გველის უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.

"ჩვენი თამაში "ელ კლასიკოს" დროს - სწორედ ეს არის ის, რაც ხვალინდელ შეხვედრაშიც უნდა ვაჩვენოთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ვმოქმედებდით გუნდურად, ასე უნდა იყოს "ბორუსიასთან" ჩასატარებელ ორთაბრძოლაშიც. სწორედ ის უნდა გავიმეოროთ, რაც ამ უქმეებზე ვანახეთ.

ძალიან კარგად ვიცით იმ სიტუაციის შესახებ, რაც ჯგუფში სუფევს. აუცილებელია საჭირო კონცენტრაცია, სრული 90 წუთის განმავლობაში შევინარჩუნოთ, ვიბრძოლოდ ბოლო წამამდე. ეს ურთულესი შეხვედრა იქნება. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რასაც მოედანზე ვდემონსტრირებთ."
- აცხადებს ზინედინ ზიდანი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.