დელ პიერო: "იუვენტუსმა" 4-2-4 სისტემით უნდა ითამაშოს

დელ პიერო: "იუვენტუსმა" 4-2-4 სისტემით უნდა ითამაშოს იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალი ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო კატალონიის "ბარსელონასთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს და გუნდის მთავარ მწვრთნელს ერთგვარ რჩევას აძლევს.

"პირლო შესაბამის გადაწყვეტილებებს ეძებს, ის მოწინააღმდეგე გუნდის გათვალისწინებით ცვლის შემადგენლობას. არ გამოვრიცხავ, რომ მან სათამაშო სქემის ცვლილებასაც მიმართოს. "იუვენტუსს" შეტევის ხაზში დიდი პოტენციალი გააჩნია, კულუშევსკი და კიეზას ფლანგებზე მოქმედებაც გასათვალისწინებელია. მე ვხედავ შესაძლებლობას, ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოყენებით გუნდმა იმოქმედოს 4-2-4 სისტემით. ამ გუნდს დიდი რესურსი აქვს შეტევაში, ამიტომ უნდა ცადონ ხსენებული სქემა. 4-2-4 სისტემაში შემტევ ოთხეულს მეტი თავისუფლება მიეცემა."

"მარჯვნივ კულუშევსკი, მარცხნივ კიეზა, ცენტრში დიბალასა და რონალდოს დუეტი ან თუნდაც დიბალა-მორატას წყვილი. ესე უნდა იყოს ევროსარბიელზეც."
- ციტირებს ლეგენდარული იტალიელის სიტყვებს გამოცემა Sky Sports

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.