გვარდიოლა: აგუეროს კონტრაქტი? ვერაფერს გეტყვით...

"აგუეროსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება? ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამ პროცესში ჩართული არ ვარ, შესაბამისად განცხადებას ვერ გავაკეთებ. მე, რომ ჩემი საქმეების გარდა კიდევ კონტრაქტის დეტალებზე ვმუშაობდე, მაშინ დღე-ღამეში 48 საათი უნდა იყოს და არა 24. ჩემი სურვილია სერხიო კარგ ფიზიკურ ფორმაში შევიდეს. მსურს, რომ დაბრუნდეს და საუკეთესო კონდიციებს დემონსტრირებდეს."
"ის ძალიან გვაკლია. რაც მან კლუბისთვის გაიღო უბრალოდ ბრწყინვალეა. ის ამ კლუბის ლეგენდა გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია მისი თამაშით სიამოვნება კიდევ მივიღოთ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული." - ციტირებს გამოცემა Goal-ი პეპ გვარდიოლას სიტყვებს.