ჟაბერი: ვცდილობ ყველა დეტალი კარგად გავიაზრო

ჟაბერი: ვცდილობ ყველა დეტალი კარგად გავიაზრო მსოფლიოს 39-ე ჩოგანი, ტუნისის წარმომადგენელი ქალბატონი ონს ჟაბერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში საკუთარ პერსპეკტივებს აფასებს მოახლოებულ ტურნირთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია,  ამერიკის ღია პირველობა და  Western & Southern Open კორონავირუსის გამო, ადგილმდებარეობას იცვლის და იგი ნიუ-იორკში გაიმართება.

"ვცდილობ ყველა დეტალი კარგად გავიაზრო და ჩემ გუნდთან ერთად გადაწყვეტა მოვძებნო, ის რაც დაგვეხმარება თავისუფლალ და წარმატებულ გამოსვლაში ნიუ-იორკის ტურნირზე, ისევე როგორც US Open-ზე. ჩემი თამაშის საფუძველი ეს თავისუფლებაა. არვიცი, როგორ მოვახერხებ თამაშს, თუ მთელი დრო სასტუმროში უნდა გავჩერდე. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ კანონს, სოციალურ დისტანცირებას და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ სადმე ჩამკეტავენ, ისე ვერ ვითამაშებ, როგორც ეს მჩვევია"-ციტირებს გამოცემა Patreon ჟაბერის სიტყვებს.

WTA-ს სეზონი, კორანავირუსის გამო მარტის თვეში შეწყდა და სულ ახლახანს აგვისტოს თვეში, ქალაქ პალერმოში (იტალია) განახლდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.