მარადონა: მესი და რონალდო...

"მესი და რონალდო, რონალდო და მესი... ჩემთვის ეს ორი მოთამაშე ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე წინ დგას. ვერ ვხედავ ვერავის, ვინც ამ ორს მიუახლოვდება. არც ერთი ფეხბურთელი იმის ნახევარსაც კი არ აკეთებს, რასაც ეს ორი გვთავაზობს." - ციტირებს მარადონას სიტყვებს გამოცემა France Football
გარდა ხსენებული საკითხისა, მარადონამ კიდევ ერთი საინტერესო კომენტარი შემოგვთავაზა მის ოცნებასთან დაკავშირებით -"მე ვოცნებობ, რომ ინგლისის ნაკრებს კიდევ ერთი გოლი გავუტანო, ამჯერად მარჯვენა ხელით" - ხუმრობით აღნიშნავდა ცოცხალი ლეგენდა.