ბართომეუ: გადადგომას არ ვაპირებ, ბრძოლა გრძელდება...

"მე ერთი წამითაც კი არ მიფიქრია, რომ უნდა გადავმდგარიყავი. ჩვენ შესანიშნავ პროექტს ვაშენებთ. წინ უაღრესად მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. ჩვენი განწყობები და სურვილები არსად გამქრალა. ჩემი აზრით ამ სეზონში ტიტულები გვექნება. მე უნდა გავხდე ბარსელონას პირველი პრეზიდენტი, რომელიც წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს? ჩვენ შიშის ქვეშ არ ვმუშაობთ და მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - განვაგრძოთ პროგრესირება! არავინ შეშინებულა. ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენ 22 ტიტული მოვიპოვეთ. შესანიშნავი ციფრებია "მშიშარა ადამიანებისთვის" - ციტირებს გამოცემა Marca "ბარსელონას" პრეზიდენტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 28 ოქტომბერს ტურინის "იუვენტუსი" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.